ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 9 აპრილი, როგორც სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, აღინიშნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

დილიდანვე, ქალაქის ცენტრში, 9 აპრილის სახელობის სკვერში გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ხელოვნებისა და კულტურის მუშაკებმა, სკოლის მოსწავლეებმა და მოქალაქეებმა.

„9 აპრილის უშუალო მონაწილეებმა ოცდაათი წლის წინ საქართველოში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენები და 9 აპრილის გმირები გაიხსენეს. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, სასულიერო პირებმა, მრევლთან და საზოგადოების წევრებთან ერთად საკათედრო ტაძრიდან 9 აპრილის მემორიალამდე მსვლელობა მოაწყეს და დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

9 აპრილის აღსანიშნავად ზესტაფონში იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე იმყოფებოდა.

ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაგრძელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა