პრეზიდენტი - რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სწორედ რეფერენდუმზე დაფუძნებული სახელმწიფოებრიობაა ჩვენი მთავარი და უძლიერესი იარაღი

დარწმუნებული ვარ, შერიგებითა და ერთსულოვნებით, საქართველო გახდება წარმატებული, თანამედროვე, ძლიერი, ევროპული სახელმწიფო, სწორედ ისეთი ქვეყანა, როგორზეც ოცნებობდნენ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც 30 წლის წინ, 9 აპრილს წინ აღუდგნენ რუსულ აგრესიას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა.

ზურაბიშვილი სიტყვით გამოსვლისას რუსულ ოკუპაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ერთსულოვნება ქვეყნის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია.

„არ შეიძლება, საზოგადოება არ გამოხატავდეს პატივისცემას აქ შეკრებილი უზენაესი საბჭოს წევრების მიმართ, რომლებსაც წვლილი მიუძღვით 28 წლის წინ დამოუკიდებლობის გამოცხადებაში. სწორედ, მათ შეძლეს აღედგინათ 1921 წელს რუსეთის ჯარების მიერ ჩვენი ქვეყნისთვის წართმეული დამოუკიდებლობა. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს აქ, ერთად არიან 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრები და ის ადამიანები, რომლებმაც დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს. აქ უნდა ყოფილიყო პირველი პრეზიდენტის მეუღლე, მაგრამ შემოგვითვალა, რომ ვერ მოვიდოდა, მე მგონი, აქ უნდა ვახსენოთ. ეს ადამიანები ყველანი, საქართველოს ამ გამარჯვების მონაწილეები არიან. სიმბოლურია, რომ დღეს, აქ, ამ სასახლეში, საქართველოს სახელმწიფოს მთელი ხელისუფლება შეიკრიბა და გამოხატავს პატივისცემას თქვენს წინაშე. ამით დაგვიანებული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი იდგმება ქვეყნისა და საზოგადოების შერიგებისა და გამთლიანების მიმართულებით. დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე განვლილი გზა გვიჩვენებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ერთსულოვნებას ქვეყნის წინსვლისთვის. ჩვენ დიდი დრო დავკარგეთ უთანხმოებაში, დაპირისპირებაში, გაუტანლობაში. წინსვლის გზა კი, ერთიანობაში, საერთო მიზნისკენ შეთანხმებული ნაბიჯებით სვლაში, ერთმანეთის პატივისცემაშია. სახელმწიფოებრიობის განმტკიცება საზოგადოებრივი თანხმობის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ასეთი თანხმობა შედგა 1989 წლის 9 აპრილს და ამან განაპირობა რეფერენდუმის შედეგები. დღეს კი, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სწორედ რეფერენდუმზე დაფუძნებული სახელმწიფოებრიობაა ჩვენი მთავარი და უძლიერესი იარაღი. ამ რეფერენდუმზე დგას არამხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, არამედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ლეგიტიმაცია. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებაში მნიშვნელოვანია პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობა და პლურალიზმი, მაგრამ ამასთან ერთად, მისი წინსვლა წარმოუდგენელია ერის ერთსულოვნების გარეშე.

დარწმუნებული ვარ, შერიგებითა და ერთსულოვნებით, საქართველო გახდება წარმატებული, თანამედროვე, ძლიერი, ევროპული სახელმწიფო, სწორედ ისეთი ქვეყანა, როგორზეც ოცნებობდნენ

ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც 30 წლის წინ, 9 აპრილს წინ აღუდგნენ რუსულ აგრესიას. დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, როგორზეც ოცნებობდით თქვენ, როცა ხელს აწერდით ამ დამოუკიდებლობის აქტს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა