გურამ პეტრიაშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრა მოითხოვა

მიხედეთ ხალხს.მე მაქვს უფლება,რომ მოვთხოვო ქალბატონ სალომეს მომისმინოს,- ამის შესახებ პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრმა, მწერალმა, გურამ პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განუცხადა.

სასახლეში, სადაც დღეს პრეზიდენტის სახელით დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერთათვის მიღება გაიმართა,იმყოფებოდა გურამ პეტრიაშვილიც. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვდა.

"მომეცით სიტყვა, სად არის ის ქალბატონი დაუძახეთ.იცით რას ვითხოვ?! პირველ რიგში, ქალბატონმა სალომემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერმა და ყველამ გვითხრან რა ხელფასები აქვთ. ეს ხელფასები შევადაროთ პენსიონერების პენსიას. აი,ეს მინდა ვთქვა.ამით უნდა დაიწყონ. საქართველოში ადამიანის ცხოვრებას არ უნდა 30 000 ლარი,3 000 ლარიც საკმარისია.მიხედეთ ხალხს. მე მაქვს უფლება,რომ მოვთხოვო ქალბატონ სალომეს მომისმინოს", განაცხადა პეტრიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია