ბიძინა ივანიშვილი - მურუსიძე, ჩინჩალაძე - ყველა ეს გვარი და მათი ოდიოზურობა მოდის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათგან მართული „ენჯეოებისგან“

მურუსიძე, ჩინჩალაძე - ყველა ეს გვარი და მათი ოდიოზურობა მოდის „ნაციონალური მოძრაობისა და მათგან მართული „ენჯეოებისგან“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სასამართლო სისტემაში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ამ მოსამართლეების გვარები მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც საჯარო სივრცეში მათი ლანძღვა დაიწყო.

„როგორც ჩანს, მურუსიძე-ჩინჩალაძის გვარები ამორჩეულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და არა ჩვენ მიერ. ჩვენ ეს გვარები არ ვიცოდით და „ქართული ოცნების“ წევრებს ამაზე აქცენტი არასდროს არ გაუკეთებიათ. გვარები ჩვენ გავიგეთ, როცა მათი ლანძღვა დაიწყო საჯარო სივრცეში. ყველა ეს გვარი და მათი ოდიოზურობა, კლანურობა მოდის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათგან მართული „ენჯეოების“ მხრიდან. მიზეზი არის მხოლოდ ის, რომ მათ სასამართლოზე გავლენა დაკარგეს და მათ დაბრუნებას ცდილობენ,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა