ბიძინა ივანიშვილი სოციალურ ფონზე - ზოგიერთს ხმალი დაუჟანგდა, ხელები ექავებათ და უნდათ, ის ძველი ტაშფანდურები გააღვივონ, არა მარტო „ნაცებმა“

ზოგიერთს ხმალი დაუჟანგდა, ხელები ექავებათ და უნდათ, ის ძველი ტაშფანდურები გააღვივონ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ქვეყანაში მძიმე სოციალურ ფონზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე, მეშვიდე წელია, რაც საქართველოში ინვესტიციების რაოდენობა უპრეცედენტოა.

„რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მდგომარეობა ტრაგიკულია. ჩვენ რეალობიდან ვაკეთებთ თითქმის მაქსიმუმს. ევროპის ეკონომიკა გაცილებით მაღლაა, 10-ჯერ უკეთესია და ამ დისბალანსს, ამ სიღარიბეს მოკლე დროში ვერ დავძლევთ. ამას პოლიტიკურად სტაბილური გარემო სჭირდება, თუ გვინდა, რომ ინვესტიცია მოვიზიდოთ, რაც მეშვიდე წელია საქართველოს უახლეს ისტორიაში უპეცედენტოა. ზოგიერთს ხმალი დაუჟანგდა, ხელები ექავებათ და უნდათ, ის ძველი ტაშფანდურები გააღვივონ, არა მარტო „ნაცებმა“. არ გამოვა ასე. სტაბილურად უნდა ვიცხოვროთ, თუ გვინდა ეკონომიკა განვითარდეს,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა