ბიძინა ივანიშვილი - არ შეიძლება, გახლეჩილ საზოგადოებაში ვიმყოფებოდეთ წლების განმავლობაში

სწორი პრეცედენტია, რომ კარს არ ვუხურავთ მას, ვინც აღიარებს, რომ მერაბიშვილი და ახალაიები არ არიან პოლიტპატიმრები, რომ სააკაშვილი სწორად არის დევნილი პროკურატურისგან,

სწორი პრეცედენტია, რომ კარს არ ვუხურავთ მას, ვინც აღიარებს, რომ მერაბიშვილი და ახალაიები არ არიან პოლიტპატიმრები, რომ სააკაშვილი სწორად არის დევნილი პროკურატურისგან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ერთ ადამიანზე, სააკაშვილზე მორგებული სისტემის მსხვერპლთაგან ბევრმა კანონი დაარღვია და დაისაჯნენ, თუმცა დევნის გაგრძელების შედეგად სახელმწიფო ახალ მოჯადოებულ წრეზე დაიწყებდა სვლას.

„ის, რაც მე გავიხსენე სასამართლოსთან დაკავშირებით, ასეთი დამოკიდებულება რამდენჯერმე ჯერ კიდევ პრემიერის რანგში მაქვს გაცხადებული, რომ ჩვენ არ შეიძლება, გახლეჩილ საზოგადოებაში ვიმყოფებოდეთ წლების განმავლობაში. უნდა მოვახერხოთ და დავსაჯოთ, ვისაც აქვს კანონი დარღვეული კონკრეტულად, მაგრამ მე პირადად ასე ვთვლი - სისტემა ერთ კაცზე იყო მორგებული, ყველა თანამშრომელი და დანარჩენი მონაწილე იყო მსხვერპლი. სააკაშვილის მსხვერპლთაგან ბევრმა კანონი დაარღვია და ისინი, მაღალი თანამდებობის პირები ციხეში არიან, ჩვენ მოვახერხეთ მათი დასჯა. საზოგადოებას კიდევ მინდა, წარმოდგენა შევუქმნა და შევახსენო, ეს რად გვიღირდა და დღესაც კი როგორი ფესვები ჰქონდათ მათ. ჩვენ ეს მოვახერხეთ, მაგრამ დევნა რომ გაგვეგრძელებინა, მივიღებდით ახალ უბედურებას და ახალ მოჯადოვებულ წრეზე გავაგრძელებდით სვლას. ჩვენი არჩევანი იყო სწორი, ჩვენ მათ მივეცით განმარტოვების საშუალება“, - აღნიშნა „ქართული ოცნების თავმჯდომარემ.

მისი თქმით, უამრავი სახელმწიფო მოხელე, რომელიც სამსახურში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო, დღესაც, პოლიციაშიც და სამინისტროებშიც მუშაობს.

„ეს ვერ გამოდგება წყალგამყოფად, ამას ვამბობდი მაშინ და ვიმეორებ დღესაც - ამის მოსურნეები ვერ არიან კეთილმოსურნეები, თუ გვინდა, გავამთლიანოთ საზოგადოება და ერთად ვიბრძოლოთ, რომ სახელმწიფო სწორი მიმართულებთ განვითარდეს. ვინც მიგვანიშნებს, რომ ის იქ იყო და ამიტომ აქ ვეღარ დადგება. მახსოვრობა გვაქვს და ეს ძალიან კარგია, 1-2 გამონაკლისი რომ პარტიაშიც მივიღეთ. ვფიქრობ, ესეც სწორი და კარგი პრეცედენტია, რომ ჩვენ მათ კარებს არ ვუხურავთ, ვინც „ნაციონალურ მოძრაობის“ დროს სხვადასხვა დონის სამსახურში იყო და დღეს აღიარებენ, რომ მერაბიშვილი არ არის პოლიტპატიმარი, ახალაიები არ არიან პოლიტპატიმრები, რომ იმ დანაშაულის გამო, რაც ჩაიდინა სააკაშვილმა, ის სწორად არის დევნილი პროკურატურისგან. ისინი ამას ყველაფერს ამბობენ და აღიარებენ, რასაც ვერ ახერხებს „ნაციონალური მოძრაობის“ თუ „ევროპული საქართველოს“ ვერც ერთი წევრი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა