საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა საგარეჯოს N1 სკოლაში და სოფელ იორმუღანლოში 9 აპრილის და 20 იანვრის მემორიალები ყვავილებით შეამკეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა საგარეჯოს N1 საჯარო სკოლაში და სოფელ იორმუღანლოში 9 აპრილის და 20 იანვრის მემორიალები ყვავილებით შეამკეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა - ალექსი გილაშვილმა და შოთა კაკაბაძემ, საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა რომან მუჩიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლელა მარიდაშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მანანა ცუცქირიძემ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წლის გასვლასთან დაკავშირებით, საგარეჯოს N1 საჯარო სკოლაში და სოფელ იორმუღანლოში 9 აპრილის და 20 იანვრის მემორიალები ყვავილებით შეამკეს.

საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაიხსენეს და პატივი მიაგეს 9 აპრილს გარდაცვლილთა სულებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა