„ცენტრ პოინტის" საქმის „მიონის" ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილის მიმართ განაჩენი დღეს გამოცხადდება

„ცენტრ პოინტის" საქმეზე „მიონის" ეპიზოდზე ბრალდებულების, მაია რჩეულიშვილისა და ქეთევან ჟორდანიას მიმართ განაჩენი დღეს გამოცხადდება.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ. დღევანდელ სხდომაზე უნდა წარმოთქვას საბოლოო სიტყვა თავად ბრალდებულმა მაია რჩეულიშვილმაც.

გასული სხდომა სწორედ მისი გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. მოსამართლე გიორგი ებანოიძემ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, ბრალდებული კვლავ არ გამოცხადდებოდა სასამართლოში, პროცესს აღარ გადადებდა.

როგორც საქმის პროკურორი, დავით გუმბერიძე აცხადებს, პროკურატურას ერთ-ერთი ბრადებულის ჩვენება აქვს, რომელიც მაია რჩეულიშვილის მიმართ უშუალოდ მამხილებელ ჩვენებას იძლევა. საუბარია ქეთევან ჟორდანიაზე, რომელიც სწორედ იმ ობიექტის ხელმძღვანელი პირი იყო, საიდანაც მოხდა თანხების მითვისება.

როგორც გუმბერიძე აცხადებს, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. მისივე თქმით, თუკი, სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, სასჯელი იმაზე უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე რჩეულიშვილს სასამართლომ სხვა ეპიზოდზე განუსაზღვრა.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს- 2 წლიანი განხილვის ვადა სწორედ, ხვალ ეწურება.

მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს. რაც შეეხება ქეთევან ჟორდანიას, მას საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული.

იხილეთ ვიდეო: "ცენტრ პოინტის" საქმის "მიონის" ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილის მიმართ განაჩენი დღეს გამოცხადდება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა