ელექტრომობილების მეპატრონეები აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობისკენ მსვლელობას მართავენ

ელექტრომობილების მეპატრონეები აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობისკენ მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, პირველი მაისიდან ბულვარში ელექტრომობილები აიკრძალა.

ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან დიალოგი გამართონ შესაბამის უწყებებთან.

„აჭარის უმაღლეს საბჭოსთან იმიტომ მივდივართ, რომ დეპუტატებმა ჩვენი მოთხოვნა გაითვალისწინონ. საბანკო დავალიანებები გვაქვს და აქ მიღებული თანხით ოჯახს ვარჩენთ. სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ გაითვალისწინებენ ჩვენ მოთხოვნებს, პროტესტს გავაგრძელებთ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა