რუსთავიდან თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

რუსთავიდან თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები დილიდან გაფიცულები არიან. მძღოლების გაფიცვის გამო, აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანა შეფერხებით მიმდინარეობს.

„ინტერტრანსში“ საკუთარი თეთრი მიკროავტობუსებით დასაქმებული მძღოლები აცხადებენ, რომ ისინი კომპანიას უკვე რამდენიმე თვეა ყოველდღიურ გადასახადს, ოფიციალურად დაწესებული 45 ლარის ნაცვლად, თვითნებურად 30 ლარს უხდიან. გაფიცული მძღოლების განმარტებით, მაღლივი კორპუსის მიმართულებით, კიდევ სამი სამარშრუტო ხაზი ფუნქციონირებს, მგზავრთა ნაკადი მცირეა და ამიტომ ამ თანხის გადახდას ვერ ახერხებენ.

მიკროავტობუსების მძღოლები ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ და პირად საუბარში აცხადებენ, რომ შესაძლოა ამის გამო, დამსაქმებელთან პრობლემები შეექმნებათ.

კომპანია ,,ინტერტრანსში“ კი მძღოლების გაჩერების სხვა მიზეზს ასახელებენ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, მგზავრობის პირობების გასაუმჯობესებლად და სტუდენტებისთვის რუსთავიდან მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავ მარშრუტზე, კომფორტული მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესს იწყებენ. კომპანია სამუშაოდ იწვევს ყველა მძღოლს, რომელიც აღნიშნულ ხაზზე საკუთარი მიკროავტობუსით მუშაობს და ,,ინტერტრანსის" კუთვნილ მიკროავტობუსებზე დასაქმებას სთავაზობს.

ამასთან ერთად, კომპანია ,,ინტერტრანსში" განმარტავენ, რომ მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი არ გამოიწვევს მძღოლებისთვის დაწესებული ყოველდღიური ტარიფის ზრდას და ისინი გასული წლის ამ სეზონზე მოქმედ ყოველდღიურ გადასახადს გადაიხდიან.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს