საგარეჯოში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

ქალაქ საგარეჯოში ახლად რეაბილიტირებული თანამედროვე სტანდარტების N 5 საბავშვო ბაღი გაიხსნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დაწესებულება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ალექსი გილაშვილმა და შოთა კაკაბაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.

„პროექტის ფარგლებში გარემონტდა შიდა და გარე ფასადები, შენობაში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, კეთილმოეწყო ბაღის ეზო. ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 346 838 ლარით დაფინანსდა, - ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა