გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდის აგრარულ ბაზარს ეწვია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, სანდრა რულოვსი მოვაჭრეებს და მყიდველებს გაესაუბრა.
როგორც სანდრა რულოვსმა განაცხადა, არ არის სამუშაო ადგილები, დღითიდღე იზრდება გაჭირვება და მოქალაქეები თანხას უკვე საკვებზე ზოგავენ.
სანდრა რულოვსის განცხადებით, მერად არჩევის შემდეგ ის აპირებს იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებას.
„მერიაში კორუფციის აღმოფხვრის შედეგად, დაიზოგება მილიონობით ლარი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის“, - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.