ბათუმობა 28 აპრილს გაიმართება

„ბათუმობა 2019“ წელს 28 აპრილს გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, თარიღი უკავშირდება ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას.

„1885 წელს ბათუმის 90-მა მცხოვრებმა წერილობით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის უფროსს, ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღონისძიებები წელს ბათუმის ბულვარში 28 აპრილის 12:00-დან 29 აპრილის 02:00 საათამდე გაიმართება.

ძველი ბულვარის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება: დამეგობრებული ქალაქების კუთხე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო კუთხე, სპორტული ღონისძიებები, კინო ბათუმში - ფილმების ჩვენება და ფოტოგამოფენა, წიგნების კუთხე, ფრანების შოუ და თითების თეატრი.

საზაფხულო თეატრის წინ არსებულ სცენაზე გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ:

Asea Sool, Melomaniakk, Cherry Band, Four Seasons, Two x Two, Black Sea, ირაკლი ფაღავა, Free space, ბენდი - კონიაკი, ნუგზარ ერგემლიძე, ავთო აბესლამიძე, მორის მელაძე, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი ფუტკარაძე, სულხან დევაძე, ნანუკა მიქაძე, სანდრო კურცხალიძე, იაგო დევაძე, Lasha Guruli, Benja, The Young Georgian Lolitaz.

19:00 საათზე გაიმართება მიუზიკლი Welcome To Georgia და 21:00 საათზე - გალაკონცერტი კოლონადებთან. გალაკონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ლაშა ღლონტი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე, ვაჟა ტუღუში, სტეფანე მღებრიშვილი, ზვიად ბოლქვაძე, სოფო ბათილაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, თამუნა მიქელაძე, ირაკლი კახიძე, სულხან ჯაიანი, ოთარ ნაკაშიძე, ლუკა ზაქარიაძე, ნინა სუბლატი, თამარ ივერი, თემურ თათარაშვილი, მაია ჯაბუა, ნიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, აჩიკო ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე, გიორგი ცაგარელი, გია ნიკოლაძე, სოფო ხალვაში, დათო ევგენიძე.

„ბათუმობაზე“ წარმოდგენილი იქნება ბათუმს დამეგობრებული ქალაქების მთავარი შენობის მაკეტი და ნაციონალური ტანსაცმლის ფოტოსტენდი. გარდა ამისა, გაიმართება ბაზრობა, სადაც ადგილობრივი მეწარმეები საკუთარი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვას გამართავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა