ეკა ბესელია - ვინ ჩაწერა ზარდიაშვილი სიაში? თავად ბიძინა ივანიშვილმა გასცეს ამაზე პასუხი

ვინ ჩაწერა ზარდიაშვილი სიაში? თავად ბიძინა ივანიშვილმა გასცეს ამაზე პასუხი, ვინ ურჩია მას ეს მაშინ, როდესაც თქვა, რომ პარტიაში ადამიანის მიყვანით, შეცდომაში შეიყვანეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ბესელიას თქმით, აღიარებს, რომ ერთადერთი რამ თხოვა ბიძინა ივანიშვილს 7 წლის განმავლობაში და ეს ზარდიაშვილის იურიდიული კომიტეტიდან გაყვანა იყო.

"ზარდიაშვილები თურმე მსხვერპლნი არიან იმიტომ, რომ მათ მოინანიეს და თქვეს, რომ მათი პატრონები ადეიშვილ-მერაბიშვილები თურმე არ არიან უსამართლოდ გასამართლებულები და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი დამდგარიყო სწორედ ამ ადამიანების დამცველად. რომ კითხულობს ზარდიაშვილის მიმართ პროტესტი აქამდე რატომ არ გვქონდა, ჯერ ერთი, ვინ ჩაწერა ზარდიაშვილი სიაში? - თავად გასცეს ამაზე პასუხი, ვინ ურჩიას მას ეს, როდესაც თქვა, რომ ეს ადამიანი პარტიაში რომ მოიყვანეს, შეცდომაში შემიყვანეს და თურმე ვინ აღმოჩნდაო. ზარდიაშვილი ვისი კარის კაციც იყო, მე მის პატრონთან მქონდა ბრძოლა და დაპირისპირება, როდესაც ის იყო ლიდერთა ხუთეულში - ადეიშვილს ვგულისხმობ. მე პირადად ბიძინა ივანიშვილს სამჯერ დავუსვი საკითხი, რომ ეს ადამიანი გაეყვანა ჩემი კომიტეტიდან. დიახ, გედი ფოფხაძე ნამდვილად მერჩივნა ვანო ზარდიაშვილს და მე არ დამიმალავს, სამჯერ დავსვი ეს საკითხი, რომ ის არ უნდა ყოფილიყო იურიდიულ კომიტეტში გადმობარგებული მოსამართლეთა იმ ჯგუფის მხრიდან, რომელთაც სურდაც კომიტეტი მათ ფილიალად გაეხადათ," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა