ქუთაისში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, საკლასო ოთახში ჭერი ჩამოინგრა

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის საკლასო ოთახში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევა სასწავლო პროცესის დროს მოხდა, კლასში პირველკლასელები იმყოფებოდნენ.

სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ბავშვები არ დაშავებულან.

„გაკვეთილის მიმდინარეობის დროს ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევა პირველ სართულზე მოხდა. ბავშვები არ დაშავებულან, მიმდინარეობს შესწავლა. ამ ეტაპზე გამომწვევი მიზეზი უცნობია. ინფორმირებულია განათლების სამინისტრო და განათლების რესურსცენტრი“, - განაცხადა მურად ჯიშკარიანმა.

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ეს ჭერის ჩამონგრევის მეოთხე შემთხვევაა. სკოლას რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა. სკოლის მასწავლებლის ნანული ჟორჟოლიანის განცხადებით, სკოლაში პრობლემები რეაბილიტაციის შემდეგ უფრო შეიქმნა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს