გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ქუთაისის წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის (II ფაზა) სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ქალაქში არსებული ამორტიზებული მილები ახლით ჩანაცვლდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ დაათვალიერა.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ტაბიძისა და გრიშაშვილის ქუჩების კვეთასა და აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაზე ამორტიზებული მილები ჩაიჭრა და ახალი მილსადენი მოეწყო. 150-მდე აბონენტი ახალ ქსელზე გადაერთდა. მიმდინარე პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 260-მდე ქუჩაზე უკვე დასრულდა, ახალი ქსელები მოეწყო ჩიხებსა და შესახვევებში. შესრულებული სამუშაოების შედეგად, შემცირდა წყლის დანაკარგი და 90 000-მდე ადგილობრივ მცხოვრებელს გაუუმჯობესდა წყლის ხარისხი.

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის (II ფაზა) სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ 92,961,717.79 ლარით ფინანსდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო