„ქართული ოცნებიდან“ ხულოს მერობის კანდიდატი მოსახლეობას - ჩემთვის არ იქნება დღე და ღამე - იქ ვიქნები, სადაც დაგჭირდებით

ხულოს მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან" ვახტანგ ბერიძემ პარტიის ხელმძღვანელობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ვახტანგ ბერიძე გამარჯვების შემთხვევაში ხულოელებს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ვიყო და ის საქმე ვაკეთო, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ძალიან დიდი მადლობა პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც დღეს შანსი მომცა, რათა თქვენს წინაშე დამედო პირობა. ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები. ჩემთვის არ იქნება დღე და ღამე. იქ ვიქნები, სადაც დაგჭირდებით“, - განუცხადა ვახტანგ ბერიძემ ამომრჩევლებს.

ხულოში მერობის კანდიდატი „ქართული ოცნების" ლიდერებმა ამომრჩევლებს დღეს წარუდგინეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს