უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი დუშეთს ეწვია

უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი დუშეთის მუნიციპალიტეტს საელჩოს პირველ მდივანთან, ტატიანა კოვპაკთან ერთად ესტუმრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, უკრაინელი დიპლომატები მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ინაშვილმა მიიღეს.

მათი ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დაგეგმილ კულტურულ კავშირებსა და ღონისძიებებზე ისაუბრეს, მათ ასევე ხაზი გაუსვეს უკრაინისა და საქართველოს წინაშე არსებულ საერთო პერსპექტივებსა და გამოწვევებს.

ზურაბ სეხნიაშვილმა ელჩს ქალაქში მიმდინარე პროექტები გააცნო და სამომავლო პარტნიორობის გეგმებს შეეხო. გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის დეტალებზე გაამახვილეს ყურადღება.

ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სტუმრებმა მოინახულეს დუშეთის განახლებული ბულვარი და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, ილია ზაქაიძის სახელობის რეაბილიტირებული კულტურის სახლი, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის შენობა (ყოფ. მუსიკალური სკოლა), ბაზალეთის ტბა და ასევე ესტუმრნენ დუშეთის ლიეტუვურ-ქართული კულტურის ცენტრს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი, უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი საქართველოში ტატიანა კოვპაკი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი და დუშეთის ლიეტუვურ - ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირმა ჯანგირაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო