შესაწამლი აპარატების დარიგება იწყება

თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ შესაწამლი აპარატების დარიგება სამეგრელოში 10 აპრილს დაიწყო და გურიასა და იმერეთში გააგრძელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურიდა აცნობეს. მათივე ინფორმაციით, პირველი 100 აპარატი ფერმერებს სოფელ ნაცატუში გადაეცემათ. იქვე, თხილის საშრობში გაეცნობიან ფერმერები აპარატის გამოყენების ინსტრუქციას და თხილის შეწამლის ზუსტ პირობებს. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე – გიორგი ხანიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამგრელო -ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელია დაესწრებიან.

თხილის მოსავლის გადარჩენის კამპანია ახლა უკვე მთავარ საფეხურზე გადადის. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაცია კამპანიას – გადავარჩინოთ თხილის მოსავალი სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს, ადგილობრივ თვითმმართველობების, კომპანია ფერეროსა და USAID–ის მხარდაჭერით ახორციელებს. სახელმწიფოსგან მიღებულ შესაწამლ აპარატებს ასოციაცია ფერმერებს უსასყიდლოდ დროებითი სარგებლობის უფლებით გადასცემს და ბაღის მოვლისა და შეწამლის ყველა ეტაპზე პროცესს კოორდინირებას გაუწევს. კამპანია მიზნად ისახავს თხილის ბაღების მოვლის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, ფერმერებში ფაროსანასა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და მაღალი ხარისხის თხილის მოსავლის მიღებას.

1 თვის განმავლობაში ფერმერებთან სამეგრელო, იმერეთისა და გურიის მასშტაბით სულ 2000 მდე შეხვედრა ჩატარდა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის კოორდინატორებმა და აგრონომ–კონსულტანტებმა ფერმერებს თხილის ბაღის შეწამვლის მნიშვნელობა პირადად აუხსნეს. შეხვედრებზევე ივსებოდა პროექტში ჩართვის მსურველ ფერმერთა განაცხადებიც. თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტში ამ ეტაპზე 15 000 მდე ფერმერი ჩაერთო. ისინი უკვე დაიყვნენ ჯგუფებად და საკუთარი ჯგუფის ლიდერებიც აირჩიეს. სწორედ ლიდერებს გადაეცემათ თხილის შესაწამლი აპარატები დროებითი სარგებლობის უფლებით და ისინი გაუწევენ მთელ პროცესს ზედამხედველობას.

თხილის მოსავლის გადარჩენის კამპანიის ფარგლებში თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ ძირითადი საორგანიზაციო სამუშაოები უკვე ჩაატარა და ახლა უკვე ფერმერების უშუალო ჩართულობაა მნიშვნელოვანი. გარდა აპარატებით უზრუნველყოფისა, თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტის ფარგლებში ასოციაცია ფერმერებს ხელს შეუწყობს შეღავათიანი პირობებით შეიძინონ სასუქი პრეპარატები და პესტიციდები და რაც მთავარია, ზედამხედველობა გაუწიოს აუცილებელი აგროღონისძიებების ხარისხიან გატარებას მთელი პერიოდის განმავლობაში. რადგან შეწამლის ყველა ეტაპის დაცვა მნიშვნელოვანია და პროცედურების საფუძვლიანად გავლის შემთხვევაში, საშემოდგომოდ ფერმერები მაღალი ხარისხის თხილის მოსავალს მიიღებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს