ანონსი  11 აპრილი

11 აპრილს, 09:00 საათზე, საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი თამბაქოს კონტროლის შესახებ გაიმართება.

მის: ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

11 აპრილს, 10:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება მორიგი შეხვედრა თემაზე: „გამოხატვის თავისუფლება საქართველოში“.

11 აპრილს, 10:30 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართება გასვლითი სამუშაო შეხვედრა - „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" სრულყოფასთან და მასში განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

მის: კახეთი, სოფელი წინანდალი, სასტუმრო RADISSON COLLECTION HOTEL

11 აპრილს, 10:30 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წარმომადგენელი, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11 აპრილს, 10:45 საათზე, სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი "2019 წლის I კვარტლის მდგომარეობით არსებული ტურიზმის სტატისტიკური მონაცემების პრეზენტაციას გამართავს.

ღონისძიებას დაესწრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია.

მის: თელავის ქ.20

11 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის მერიაში მერის მოადგილე ილია ელოშვილი ტაქსების თემაზე ბრიფინგს გამართავს.

11 აპრილს, 11:00 საათზე, საკრებულოს დეპუტატები ჯაბა ჯიშკარიანი და ვატო შაქარიშვილი ბრიფინგს გამართავენ.

მის: თავისუფლების N 2

საკონტაქტო: თაკო სანოძე - 558 36 36 44

11 აპრილს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის თანაშემწე, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე კახა წიქარიშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: მიმართვა ბიძინა ივანიშვილს. მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებები სასამართლოზე და მოსამართლეთა შერჩევის საკითხი.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

11 აპრილს, 11:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

11 აპრილს, 11:00 საათზე, „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის თავმჯდომარე, დეპუტატი გიორგი ლომია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოში პროექტის - „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავება“ გახსნის ცერემონია გაიმართება.

ღონისძიებას სემეკის, სამთავრობო უწყებების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, საფრანგეთის, საბერძნეთის მარეგულირებელი კომისიების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

11 აპრილს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მორაგბეთა ასოციაციის პრეზიდენტი ლექსო იორდანიშვილი და დასაქმების სააგენტო „ეიჩარის“ დირექტორი გიორგი კიკნაძე პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: მემორანდუმის გაფორმება, რომლის მიზანი ასოციაციის ბენეფიციარების დასაქმებაა.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

11 აპრილს, 12:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული). ერთობლივი სხდომის დასრულების შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

11 აპრილს, 12:00 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრი, კობა კობალაძე შეხვდება საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

11 აპრილს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ჰელსინკის ჯგუფი“ გიორგი ანდრიაძეს მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენს და გაახმოვანებს მოთხოვნას ახალი სახეებით დაკომპლექტებული ეროვნული ძალების კოალიციის შექმნის შესახებ.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო.: 593 53 45 24

11 აპრილს, 12:00 საათზე, დოდო აფრასიძე და ოჯახის ადვოკატი ირმა ჭკადუა, აფრასიძეების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის სახელზე მიმართვას შეიტანენ. მიმართვის შეტანის შემდეგ დოდო აფრასიძე ადმინისტრაციის მისაღებში შიმშილობის დაწყებას აპირებს.

საკონტაქტო: ირმა ჭკადუა - 577 44 11 09

11 აპრილს, 13:00 საათზე, კამპანია "მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის" ფარგლებში, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, ხელმოწერებს შეაგროვებენ

მის: რკინიგზის სადგური. მეტროს შესასვლელთან.

საკონტაქტო: 551662525 თამარ ჯინჭარაძე

11აპრილს, 13:00 საათზე, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში ,,საქართველოს მდგრადი განვითარების ასოციაციის" ღია მმართველობის ხელშეწყობის რიგით IIIკონფერენცია, გაეროს მე-16 მიზანთან მიმართებით შერჩეულ თემაზე გაიმართება, რომელიც შეეხება სახელმწიფოს ძლიერ ინსტიტუტებს საკანონმდებლო,აღმასრულებელ და სასამართლო სტრუქტურებს. შეხვედრაზე მოხსენებით გამოვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე.

მის: უნივერსიტეტის ქუჩა #2 ,,თბილისის ღია უნივერსიტეტის" საკონფერენციო დარბაზი.

საკონტაქტო: ქრისტინე კიკალიშვილი 557494724

11 აპრილს, 13:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციის "პროგრესული თაობა საქართველოსთვის" ეგიდით 22-ე საჯარო სკოლაში ტარდება დედაენის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები.

მის: პეტრიაშვილის ქ.

საკონტაქტო : 571344343

11 აპრილს, 13:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრებო ორგანიზაცია "სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ცენტრის" ორგანიზებით იმართება მრგვალი მაგიდა, პარტნიორ ორგანიზაცია "უკრაინის რეფორმებისის" ცენტრთან ერთად თემაზე - "საკონსტიტუციო რეფორმა და გამოცდილება უკრაინისთვის".

საკონტაქტო: ვანო აფციაური 577 50 01 50 "სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ცენტრი"

მის: ლადო გუდიაშვილის ქ. 7

11 აპრილს, 13:30 საათზე, ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ გაიხსნება, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, წელიწადში 6 000 000 ტესტის კვლევა განახორციელოს.

მის: ქავთარაძის 23

11 აპრილს, 15:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართება.

ცენტრის წარმომადგენლები აბიტურიენტებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან 2019 წლის გამოცდების შესახებ.

მის: მინდელის ქ. N9;

საკონტაქტო: +99532 2473333

11 აპრილს, 20:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ლიდერები შუალედურ არჩევნებში პარლამენტის მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ვლადიმერ კახაძეს წარადგენენ.

მის: მთაწმინდის პარკი

მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.11.2019
ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციაში არ ჩანს ოპოზიციური ძალა, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალებისა და ელექტორატის ლიდერი გახდებოდა
„სამ რაან სპა-ცენტრი“ ევროპის საუკეთესო სპად დასახელდა