გიორგი ტყემალაძე - ვატო შაქარიშვილის და ჯაბა ჯიშკარიანის გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ამის შესახებ ინფორმირებულები ვიყავით

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" დეპუტატების ვატო შაქარიშვილის და ჯაბა ჯიშკარიანის გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვების თაობაზე, მოულოდნელი არ ყოფილა.

„ჩვენი კოლეგების გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ამის შესახებ ინფორმირებულები ვიყავით. ისინი მომავალ საქმიანობას სხვა ორგანიზაციას უკავშირებენ. შესაბამისად, გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. ისინი რჩებიან საკრებულოში საკრებულოს წევრებად და მომავალში თავიანთ საქმიანობას გააგრძელებენ, როგორც საკრებულოს დამოუკიდებელი წევრები", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ შაქარიშვილისა და ჯიშკარიანის მსგავსი გადაწყვეტილება სხვამაც მიიღოს. ტყემალაძის თქმით, უმრავლესობას ისევ ის ფასეულობები აქვს, რაც ხელისუფლებაში მოსვლის დროს ჰქონდა.

„რაც შეეხება ფასეულობებსა და ღირებულებებს, ჩვენ იმ ფასეულობებისა და ღირებულებების ერთგული ვრჩებით, რომელი ღირებულებებითაც ხელისუფლებაში მოვედით,"- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს