1937-38 წლებში რეპრესირებულთა ნეშტების საკითხს აჭარის სამთავრობო კომისია შეისწავლის

1937-38 წლებში რეპრესირებულთა ნეშტების საკითხს აჭარის სამთავრობო კომისია შეისწავლის. როგორც აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად მათი იდენტობისა, დაკრძალვა პატივით მოხდება. თორნიკე რიჟვაძის თქმით, სამთავრობო კომისიაში ყველა მხარე იქნება ჩართული.

„მთავრობამ ჩემი ინიციატივით პასუხიმგებლობა აიღო, რომ სამთავრობო კომისია შეიქმნება. ერთის მხრივ, კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა დაცული იქნება. კომისია შეიქმნება და ყველა მხარე ჩართული იქნება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩის 338 ნომერში, 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხი აღმოაჩინეს. მათი ინფორმაციით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ არის დამარხული. ეპარქიის ინფორმაციით, რეპრესირებულთა ნეშტებს 21 აპრილს დაკრძალავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო