ეკა ბესელია - ზარდიაშვილის ქვემოთ, უფრო დაბლა ფსკერზე აღარავინ  დარჩა - მასზე კომენტარის გაკეთებას აღარ ვაპირებ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრის ვანო ზარდიაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ზარდიაშვილი ამბობს, რომ "საზოგადოება ბესელიობანათი დაიღალა". ეკა ბესელიას თქმით, მას ვანო ზარდიაშვილის გვარის გახსენებაც კი შეურაცხყოფს, რადგან ზარდიაშვილი როგორც დეპუტატი "ფსკერს ქვემოთაა".

„ერთ-ერთი ფრაგმენტი, რაც დღეს გავიხსენე ჩინჩალაძის ურთიერთობა ირაკლი კობახიძესთან კონსტიტუციის ცვლილების მომზადების პროცესში ნამდვილად ასე იყო. ნამდვილად აწვდიდა ჩინჩალაძე პროექტს ირაკლი კობახიძეს და მას წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა მისთვის. ასევე მაქვს შენიშვნები შენახული, რაც კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით მქონდა მომზადებული და პასუხისმგებლობა იმ პროცესზე, რომელიც მთლიანად მიჰყავდა კობახიძეს, უნდა აიღოს თავად მან. მიუხედავად იმისა, რომ იმ ცვლილებებში ბევრი რამ კარგი წერია და მე იმ პრინციპებს ვიზიარებ, რაც კონსტიტუციურ ცვლილებებში იყო ბევრ საკითხში. ნამდვილად არ წერია კონსტიტუციურ ცვლილებაში, რომ უვადოდ უნდა აგვერჩია მოსამართლეები, რომელთა მიმართ არსებობს უნდობლობა. ასეთი რამ იქ არ წერია, ეს მოხდა კონსტიტუციის მიღმა, იუსტიციის საბჭოს მიერ“, - განაცხადა ბესელიამ.

იგი ასევე ვანო ზარდიაშვილს გამოეხმაურა.

„გვარის ხსენებაც კი უკვე შეურაცხმყოფს მე პირადად ე.წ. დეპუტატის. ზარდიაშვილის ქვემოთ და უფრო დაბლა ფსკერზე აღარავინ დარჩა ადამიანი. მე მასზე კომენტარის გაკეთებას აღარ ვაპირებ, არ მინდა ჩემ თავს უკვე ასეთი უხერხულობა შევუქმნა“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

კითხვაზე, რატომ არ საუბრობდა ჩინჩალაძის ეპიზოდზე ღიად ადრე, ეკა ბესელიას თქმით, ის ყველაფერზე საუბრობდა გუნდის შიგნით, რადგან ის არ არის ადამიანი, რომელიც კამერებთან დადგება და კამერების თანდასწრებით გააგონებს საკუთარ გუნდს, რომ რაღაც არ მოსწონს.

„ის , რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ, ან უფრო სწორად ვერ გაიხსენა ჩემი, ან გედი ფოფხაძის კრიტიკული მოსაზრებები, შევახსენებ, პირველი პროტესტი მქონდა 2013 წელს მართლმსაჯულების რეფორმის პირველი ეტაპის დროს. მე და გედი ფოფხაძე ვიყავით წინააღმდეგი იმ შესწორებების, რაც მოხდა. მას შემდეგ ბევრჯერ მქონდა პროტესტი და ბოლო ორი წლის განმავლობაში თავად, ბიძინა ივანიშვილს ახსოვს ძალიან კარგად ჩემი ძალიან მკვეთრი პროტესტი გუნდის შიგნით. იუსტიციის საბჭოს წევრთა არჩევა ორჯერ უნდოდა ჩინჩალაძეს და მის მეგობრებს, კატეგორიული წინააღმდეგი წავედი და არ გავატანინე ეს ცვლილება. კიდევ სხვა რაღაცებიც იყო, მაგრამ ამაზე ვსაუბრობდი გუნდის შიგნით, რადგან არ ვარ ადამიანი, რომელიც საკუთარ რეიტინგზე და პოპულარობაზე ფიქრობს. მინდოდა შიგნით ამომეწურა რესურსი, როცა მივხვდი, რომ აღარ ჰქონდა მნიშვნელობა ჩემს არგუმენტებს, რატომ ვიყავი წინააღმდეგი ამ პროცესის, რითაც მივიღეთ უვადოდ დანიშნული ასეთი მოსამართლეები, მაშინ დავტოვე პარტია, რომლის შექმნაში დიდი წვლილი მიმიძღვის. თუ ეს ვერ გაიგო ბიძინა ივანიშვილმა ძალიან სამწუხაროა. მე მგონია, რომ მას არ უნდა ამის გახსენება“, -განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოება „ბესელიობანათი“ დაიღალა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ