თორნიკე რიჟვაძე სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს და რეპრესირებულთა შთამომავლებს ხვდება

აჭარის მთავრობის შენობაში, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები და რეპრესირებულთა შთამომავლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მართავენ.

როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, შეკრებილები 1937-38 წლებში რეპრესირებულთა საკითხზე მსჯელობენ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე სამთავრობო კომისიის დაკომპლექტებაზეც იმსჯელებენ.

ცოტა ხნის წინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ რეპრესირებულთა საკითხის შესასწავლად სამთავრობო კომისიის შექმნა დაანონსა.

რაც შეეხება რეპრესირებულთა შთამომავლებს, ისინი ნეშტებზე დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის 338 ნომერში, 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხი აღმოაჩინეს. მათი ინფორმაციით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ არის დამარხული. ეპარქიის ინფორმაციით, რეპრესირებულთა ნეშტებს 21 აპრილს დაკრძალავენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს