რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, მასშტაბური პროექტი ხორციელდება

რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, მასშტაბური პროექტი ხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტი ქალაქის მარცხენა სანაპიროზე, ე.წ. ძველი რუსთავის სხვადასხვა უბანში, გზების, ტროტუარების, შიდა ეზოების საფარისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

დღეისთვის, სამუშაოები ქაშაკაშვილის ჩიხში მიმდინარეობს, სადაც ასფალტ-ბეტონის საფარი იგება.

„პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება შემდეგ მისამართებზე: დონეცკელი მეტალურგების ქუჩის I და II გასასვლელი, ჭავჭავაძის, ბათუმის, დონეცკელი მეტალურგების, დონეცკელი მეტალურგების I გასასვლელი, დონეცკელ მეტალურგების II გასასვლელი, ქაშაკაშვილის ქუჩაზე და ჩიხში, რუსთაველის ქუჩის I გასასვლელი და დავით გარეჯის ქუჩა.

აღნიშნულ მისამართებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და ტროტუარები,“ - ნათქვამია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 1 899 995 ლარის ღირებულების პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო