გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ზუგდიდის პოლიციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული წევრების გათავისუფლებას ითხოვენ

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან არიან შეკრებილები. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის, პარტიის პრესსამსახურის უფროსის გიორგი პატარაიას და აქტივისტის მანუჩარ ჩხეტიას გათავისუფლებას ითხოვენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის წევრები ზუგდიდში მათსა და პოლიციის უფროსს შორის შელაპარაკების შემდეგ დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს, დღის განმავლობაში პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსის მანქანას ავტომობილით უცნობი პირები დაჰყვებოდნენ და უთვალთვალებდნენ.

პარტიის წარმომადგენლების ცნობით, უცნობ პირებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ, რათა მათი ვინაობის შესახებ მიეღოთ ინფორმაცია, თუმცა აღნიშნულმა მოქალაქეებმა ვინაობის გამხელა არ ისურვეს რის შემდეგაც, პარტიის წარმომადგენლებმა პოლიცია გამოიძახეს.

პარტიის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ გამოძახებაზე პოლიციის სამმართველოს უფროსი მივიდა, რის შემდეგაც, მასსა და პარტიის წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა. შელაპარაკების შემდეგ კი ხულიგნობის ბრალდებით პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და პარტიის წევრები ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო