„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია ხელწერილით გაათავისუფლეს

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსმა გიორგი პატარაიამ ზუგდიდის პოლიციის შენობა უკვე დატოვა, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

„ნაცვლად იმისა, რომ უსაფრთხოებას იცავდნენ, დაკავებული არიან პოლიტიკური დევნით და იმ კანდიდატის დევნით, რომელიც არჩევნებს იგებს. სამწუხაროდ, პოლიცია აქციეს ამ იარაღად. მივდიოდით პოლიტიკურ ღონისძიებაზე, რა დროსაც ახორციელებდნენ თვალთვალს, მათ ვთხოვეთ ეჩვენებინათ საბუთები, როდესაც არ გვაჩვენეს გამოვიძახეთ პოლიცია. არ ვიცით ვინ იყვნენ ეს ადამიანები", - განაცხადა პატარაიამ.

მისი თქმით, პოლიციის სამმართველოში უთხრეს, რომ დაკავებული არ ყოფილა და მხოლოდ გამოკითხვაზე იმყოფებოდა. პოლიციის შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი კვლავ რჩება.

დღეს ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და პარტიის წევრები ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს