ზუგდიდის პოლიციაში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დაკავებული აქტივისტი მოინახულა

ზუგდიდის პოლიციაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ლევან პაპავა იმყოფებოდა. მისი თქმით, მან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი დაკავებული აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია მოინახულა.

პაპავას ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე სახალხო დამცველის აპარატი შესაბამის შეფასებას გააკეთებს.

"დაკავების სამართებლივ და ფაქტობრივ გარემოებაზე სახალხო დამცველი გააკეთებს რეაგირებას. გაკეთდება სათანადო შეფასებები. მე შევხვდი დაკავებულს, მანუჩარ ჩხეტიას ვესაუბრე მას. ჯერ-ჯერობით ის იმყოფება გამოკითხვაზე. მასთან ასევე იმყოფება მისი უფლებადამცველი. აქვს ჩემი საკონტაქტოც და გვექნება კომუნიკაცია შემდგომაც დეტალების დასაზუსტებლად", - თქვა ლევან პაპავამ.

ზუგდიდის პოლიციასთან იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები, რომლებიც დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. იქ იმყოფება კიდევ ერთი დაკავებული აქტივისტის ანა წითლიძის დედა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა