ზუგდიდის პოლიციასთან ხმაურია. მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ,,ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია პოლიციელებმა შენობიდან გამოიყვანეს და სავარაუდოდ, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანის მიზნით მანქანაში ჩასვეს.
ექიმების დახმარება დასჭირდა მანუჩარ ჩხეტიას დედას, რომელიც პოლიციის შენობასთან იმყოფებოდა.