სტუ-ს რექტორი - მთის ფაკულტეტზე სასწავლო პროგრამები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით შემუშავდება

მთის ფაკულტეტის შექმნის შემდეგ სპეციალური პროგრამების შემუშავება მოხდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა განუცხადა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპის ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, რომლებიც მთის საკითხებზე არიან ორიენტირებულები და მათი გამოცდილებიდან გამომდინარე მოხდება სპეციალური პროგრამების შემუშავება, რომელიც ახალ ფაკულტეტზე დაინერგება. ფრანგიშვილი ასევე განმარტავს, რომ უპირველესი ამოცანა არა ფაკულტეტის, არამედ პროგრამების შექმნაა, რომლებიც თავიდანვე თავსებადი, იდენტური და საქართველოს რეალობაზე მორგებული უნდა იყოს.

პრობლემა მულტიდისციპლინარულია, ის მოიცავს მთიანი რეგიონების განვითარებას და მასში შედის როგორც ტექნიკური, ასევე მართვის და მოწყობის საკითხები. ამ კუთხით, საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტი მულტიდისციპლინარული უნივერსიტეტია. ჩვენ გვაქვს შესაბამისი მოლაპარაკებები მთის საკითხებზე ორიენტირებულ შვეიცარიის, ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთის, ირლანდიის წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან“, - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

ამასთან, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აღნიშნავს, რომ უკვე დამუშავებულია რამდენიმე პროგრამის მონახაზი, რომელიც პირდაპირ მიბმულია მთის პრობლემატიკაზე.

„აღმოჩნდა, რომ მთის პრობლემატიკის მხოლოდ აგრარულ ჩარჩოში ჩასმა არ არის სწორი, ის უნდა იყოს უფრო სისტემური, ამიტომ დავამუშავეთ რამდენიმე პროგრამის მონახაზი, როგორიცაა: მთის ბიოორგანული სასურსათო პროდუქტების წარმოების ტექნოლოგია, ოთხი სეზონის ალპური ტურიზმის ინჟინერინგი, ალპური მდელოების მენეჯმენტი, ბუნებრივი ეკორისკების პროგნოზირება, იდენტიფიცირება, პრევენცია. ეს პროგრამები განსხვავებულია და პირდაპირაა მიბმული მთის პრობლემატიკაზე. როდესაც ვსაუბრობთ ოთხ-ხუთ ახალ პროგრამაზე, უმჯობესია ისინი ერთ სივრცეში იყოს თავმოყრილი, როგორიცაა „მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი“, - აცხადებს არჩილ ფრანგიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მთის ფაკულტეტი შეიქმნება. მთავრობის განკარგულების თანახმად, ფინანსთა სამინისტრომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 150 000 ლარი უნდა გამოუყოს, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცემა. ამ თანხით უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტი და შესაბამისი სასწავლო პროგრამა უნდა მომზადდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა