პროკურორი - ბრალდებული პოლიციაში თავად გამოცხადდა აღიარებით, რომ საკუთარი მამა მოკლა

ბრალდებული პოლიციაში თავად გამოცხადდა აღიარებით, რომ საკუთარი მამა მოკლა, თავად წარმოადგინა ნივთმტკიცება, რომელიც სისხლიანი აღმოჩნდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" მამის მკვლელობაში ბრალდებული სოსო ცერექაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის პროკურორმა, ბექა ხუნაშვილმა განუცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, დანაშაულის ჩადენისას, ცერექაშვილი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. მისივე თქმით, საქმეში არსებობენ მოწმეები, რომლებიც მამა-შვილს შორის მომხდარ კონფლიქტს დაადასტურებენ.

„2019 წლის 9 აპრილს, მოქალაქემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განიზრახა საკუთარი მამის მკვლელობა და სამწუხაროდ, სამზარეულოს დანით ეს ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა. პიროვნება პოლიციაში თავად გამოცხადდა აღიარებით, რომ საკუთარი მამის მკვლელობა ჩაიდინა, თავად წარმოადგინა ნივთმტკიცება, რომელიც სისხლიანი აღმოჩნდა. გამოძიება დაადგენს, თუ ვისი სისხლია ეს. ჩატარდება გენეტიკური ექსპერტიზა.

რაც შეეხება შემსწრე პირებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ დაგისახელებთ, მაგრამ გეტყვით, რომ არსებობენ პირები, რომლებიც უშუალოდ კონფლიქტის ფაქტს დაადასტურებენ და დამნაშავის პოსტკრიმინალურ ქცევას", -განაცხადა ხუნაშვილმა.

მისივე განცხადებით, მკვლელობის ფაქტს შეესწრო ბრალდებულის დედაც, თუმცა, ის ამ ეტაპზე გამოძიებას გამოკითხული არ ჰყავს, ვინაიდან პროკურორის თქმით, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა შესასწავლია.

რაც შეეხება ბრალდებულს, პროკურორის თქმით, ის შერაცხადი იყო, როგორც დანაშაულის ჩადენისას, ასევე დღესაც აბსოლუტურად ადეკვატურია.

„თუმცა, ამ თემასთან დაკავშირებით, კითხვები რომ არ გაჩნდეს, აუცილებლად ექსპერტიზის დასკვნით დადგინდება, რამდენად შერაცხადი იყო იგი დანაშაულის ჩადენისას", - განაცხადა ხუნაშვილმა.

ცნობისთვის, წყნეთში, 65 წლის გივი ცერექაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ შვილს, 37 წლის სოსო ცერექაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია