ლევან რაზმაძე - დავების საბჭოში ხშირია მომართვიანობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არასწორად ვმოქმედებთ, პირიქით, ნდობის ხარისხია ამაღლებული

დავების საბჭოში საკმაოდ ხშირია მომართვიანობა, - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან რაზმაძემ უკონკურსო და მორგებული ტენდერების თემის კომენტირებისას განაცხადა.

რაზმაძის თქმით, ტენდერებთან დაკავშირებული დავები ბევრია, თუმცა ეს სახელმწიფოს მიმართ მაღალი ნდობით აიხსნება.

„დავების საბჭოში მომართვიანობა მაღალია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არასწორად ვმოქმედებთ, პირიქით, ნდობის ხარისხია ამაღლებული სახელმწიფოსთან ურთიერთობის. შემსყიდველები თუ რამეს სცოდავენ, ეს გასაჩივრების დროს სწორდება“, - განმარტა რაზმაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს