ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ხმაურის გამო სხდომათა დარბაზში მყოფი მოქალაქეების გაძევება მოითხოვა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ სხდომათა დარბაზიდან იმ მოქალაქეების გაძევება მოითხოვა, რომლებიც საკრებულოს სხდომას ესწრებიან. როგორც სულიკო თებიძემ განმარტა, სხდომათა დარბაზში მყოფი გარეშე პირები ხმაურს იწვევენ და პროვოცირებას ახდენენ. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავები და საკრებულოს დაცვის თანამშრომლები მოქალაქეებს შენობის დატოვებას სთხოვდნენ, ისინი სხდომათა დარბაზიდან არ გავიდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარისგან განმარტებებს ითხოვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც, თუმცა მან სხდომათა დარბაზი დატოვა და შესვენება გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმის საკრებულოში ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მიზეზი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა გახდა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს