ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები  ერთმანეთს ფიზიკურად კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ

ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს უკვე მეორედ, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მირდატ ქამადაძესა და „ქართული ოცნების“ წევრ ირაკლი პატარიძეს შორის მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი პატარიძემ ბათუმის საკრებულოში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ დაგეგმილი იყო პროზაიკოს ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსება, მირდატ ქამადაძემ კი მას შეუსწორა, რომ ტერენტი გრანელი პოეტია. აღნიშნულს ირაკლი პატარიძის გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგად კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირებაში სხვა დეპუტატებიც ჩაერთვნენ.

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოში სამართალდამცავები ისევ რჩებიან, სხდომაზე კი შესვენებაა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოში ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაახლოებით ერთი საათის წინაც დაუპირისპირდნენ.

იხილეთ ვიდეო: ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" წევრები ერთმანეთს ფიზიკურად მეორედაც დაუპირისპირდნენ

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა