ბაღდათში, სოფელ ფერსათის მოსახლეობამ აქცია გამართა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივების თქმით, სასმელი წყალი დაბინძურებულია და წყალს წურბელები და ტალახი მოჰყვება, რის გამოც ვერც სასმელად და ვერც სხვა დანიშნულებით იყენებენ.

მოსახლეობის განმარტებით, წყალი სოფელში ექვის თვის წინ შემოიყვანეს. პრობლემის მიზეზად ადგილობრივები რეზერვუარის დაბინძურებას ასახელებენ.

„წყალი შემოიყვანეს, მაგრამ ვერც სასმელად და ვერც საყოფაცხოვრებო დანიშნულებით ვერ ვიყენებთ, წურბელები და ტალახი მოყვება. მოვითხოვთ, მოგვაქციონ ყურადღება და გაიწმინდოს რეზერვუარი“, - აცხადებენ ადგილობრივები.

მათი ინფორმაციით, წყლის სინჯები სურსათის სააგენტოს წარმომადგენლებმა უკვე აიღეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა