გორში, შინდისის გზატკეცილს შინდისის გმირების სახელი ეწოდა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შინდისის გზატკეცილისთვის სახელის შეცვლის საკითხს მხარი დაუჭირა და აღნიშნულ ქუჩას შინდისის გმირების სახელი ეწოდა. აღნიშნული ინიციატივა საკრებულოში თითქმის ორი წლის წინ, 2017 წლის 19 სექტემბერს შევიდა. ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე ინიციატივით მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯერ კიდევ 2017 წლის 19 სექტემბერს მივმართე, იმ პერიოდში საკრებულოს წევრი ვიყავი და სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიას ვხელმძღვანელობდი. დღეს, საკრებულოს გადაწყვეტილებით, გორში, შინდისის გზატკეცილს ეწოდა შინდისის გმირების გამზირი. სწორედ ამ გზის გავლით მივდივართ ჩვენი სახელოვანი გმირების - შინდისის გმირების მემორიალთან. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, შინდისმა დაიმკვიდრა ისტორიული სახელი, ამ გამზირისთვის შინდისის გმირების სახელის დარქმევით კი, მათი სახელების უკვდავყოფას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საკრებულოს ყოფილმა წევრმა თამარ თედლიაშვილმა.

2008 წლის 11 აგვისტოს, გორის რაიონში, სოფელ შინდისთან, სენაკის მეორე ბრიგადის 17 ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო