შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მუსიკოსი და კომპოზიტორი ტონი მემელი ბენდთან ერთად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კონცერტს გამართავს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მუსიკოსი და კომპოზიტორი ტონი მემელი ჩამოდის, რომელიც პირველ კონცერტს, ბენდთან ერთად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამართავს, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ თსსუ-დან აცნობეს.

„ტონი მემელს აქვს მუსიკოსის დიპლომი ვოკალის განხრით, ის თავად წერს და ასრულებს სიმღერებს. ტონის დაბადებიდან არ აქვს ზედა მარცხენა კიდური, მაგრამ, დიდი ძალისხმევით და მონდომებით, აისრულა ოცნება და ისწავლა გიტარაზე დაკვრა. დღეს ტონი სამკაციანი ბენდის წამყვანი გიტარისტია. გარდა ამისა, ის არის სპიკერი და მუშაობს სხვადასხვა თერაპიულ პროგრამაში, სადაც საკუთარ მაგალითზე ასწავლის აუდიტორიას, როგორ გადალახონ წინააღმდეგობები. კონცერტის დაწყებამდე, აუდიტორიას ის სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით გაესაუბრება“, - აცხადებენ უნივერსიტეტში.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის, „ამერიკული მუსიკა საზღვარგარეთ“, ფარგლებში, ტონი მემელმა იმოგზაურა ბრაზილიაში, პარაგვაიში, ურუგვაიში, მალაიზიაში, ინდონეზიაში, სინგაპურში და ა.შ.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა და კონცერტი გაიმართება 15 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ