გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტში, პოლიცია და „ქართული ოცნების“ აქტივისტები მონაწილეობდნენ

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ზუგდიდში გუშინ მომხდარ ინციდენტში, რომლის დროსაც სამი პირი დააკავეს, პოლიცია და „ქართული ოცნების“ აქტივისტები მონაწილეობდნენ.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ განაცხადა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდა ნარაზენის პოლიციის უფროსი გია ყალიჩავა.

წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს მთელი დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ „ქართული ოცნების" ნარაზენის შტაბის წარმომადგენლები და სხვა წევრები.

„მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდნენ უკანონო თვალთვალს ჩვენ კანდიდატზე. ერთ-ერთი არის სამხარეო პოლიციის თანამშრომელი ალიკა კვარაცხელია. ეს ადამიანები იყვნენ ფორმის გარეშე და დაგვყვებოდნენ ჯერ ნარაზენში, შემდეგ ურთაში. ჩვენთვის არ იყო ცნობილი თუ ვინ იყვნენ ისინი. ვთხოვეთ დაესახელებინათ ვინ იყვნენ, ვეკითხებოდით რატომ გვითვალთავალებდნენ, რის შემდეგაც გაქცევა სცადეს. ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია და იმის ნაცვლად, რომ ისინი დაეკავებინათ, ჩვენ დაგვაკავეს. ჩვენი კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრების ჩაშლა სცადეს სოფელ ურთაში „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსმა ლევან მალანიამ და წევრმა ცოტნე ქორთუამ“, - აცხადებს წითლიძე.

მანამდე განცხადება გააკეთა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა, მან ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა სამართალდამცავები არ გამოიყენოს პოლიტიკური დევნისთის.

„ივანიშვილის გაკოტრებული და დამნაშავე რეჟიმი, რომელსაც არაფერი აქვს სათქმელი ზუგდიდელი მოქალაქეებისთვის, გადავიდა პირდაპირ პოლიტიკურ ტერორზე“, - განაცხადა წიკლაურმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ანა წითლიძე, პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია გუშინ ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა. სამმართველოს შენობა წუხელვე დატოვეს წითლიძემ და პატარაიამ, თუმცა წინასწარი დაკავების იზოლატოტრში რჩება მანუჩარ ჩხეტია. მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა