ზუგდიდის  საკრებულოს თავმჯდომარე - პროვოკაციები „ნაციონალური მოძრაობის“  ხელწერაა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წევრის, მამუკა წოწერიას განცხადებით, ოპოზიცია პროვოკაციებსა და სპეკულაციებზე მიდის.

ზუგდიდში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით წოწერია აცხადებს, რომ მმართველი პარტიის შტაბი მათ აქტივისტებს დავალებებს არ აძლევს და ადამიანებს სანდრა რულოვსთან პრეტენზიები და კითხვები 9 წლიანი პერიოდის გარშემო აქვთ.

„პროვოკაციები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. გამოძიებას აწარმოებს შსს და ვართ დარწმუნებულები, რომ უზრუნველყოფს ყველგან მშვიდ და კონკურენტულ საარჩევნო გარემოს. „ქართული ოცნება“ მოწოდებულია, რომ აწარმოოს კონკრეტული გზავნილებით საარჩევნო კამპანია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ზუგდიდი უცხოა და მათთვის კამპანიის წარმოება რთულია, ამიტომ ეწევიან სპეკულაციებს. ჩვენ კი პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ მათი მმართველობის პერიოდში ნაწამები ადამიანების პროტესტზე, თუმცა ეს არ გასცდება კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს წოწერიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ კანდიდატებს „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები და აქტივისტები სამართალდამცავებთან ერთად უთვალთვალებენ, წოწერია ამბობს, რომ მსგავსი არაფერი ხდება და შესაძლოა, თავად ოპოზიციური პარტიის წევრებს შეეშალათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა