ქეთევან ციხელაშვილი და მაია ცქიტიშვილი  პანკისში ადგილობრივებს ხვდებიან

პანკისის ხეობის საზოგადოებრივ ცენტრში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ახალგაზრდებს ხვდებიან.

შეხვედრა ადგილობრივებსა და მთავრობის წევრებს შორის დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობს. ისინი ხეობაში არსებულ პრობლემების შესახებ აწვდიან ინფორმაციას, მათ შორის ჰესების მშენებელობებზე, რაც მოსახლეობის ნაწილმა არაერთხელ გააპროტესტა.

შეხვედრაზე იმყოფება თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი. ახალგაზრდებმა თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხზეც დასვეს კითხვები და მთავრობის წევრებისგან დროული გამოძიება მოითხოვეს.

დღის განმავალობაში ასევე დაგეგმილია უხუცესთა საბჭოს წევრებთან შეხვედრა.

პანკისის ხეობაში მინისტრებთან ერთად კახეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები იმყოფებიან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო