თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - ქვეყანაში ყველაფერს  სუს-ი წყვეტს, მინისტრების პანკისში ჩამოსვლა არაფერს ცვლის, ჩვენ მათთან კითხვები არ გვაქვს

ქვეყანაში ყველაფერს წყვეტს სუს-ი, მინისტრების აქ ჩამოსვლა არაფერს ცვლის, ჩვენ მათთან კითხვები არ გვაქვს, - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა საქართველოს ვიცე- პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

მედიკო მარგოშვილის თქმით, ხეობაში მინისტრების ვიზტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ,საპროტესტო აქცია დაგეგმეს, რაც მოგვიანებით გადაიფიქრეს.

„მინისტრების სტუმრობის შესახებ რომ გავიგეთ, მე და ჩემი ოჯახი ძალიან ავღელდით, გადაწყვეტილი გვქონდა საპროტესტო აქციით დავხვედროდით, თუმცა მოგვიანებით გადავიფიქრეთ. ამათ რა უნდა მოვთხოვოთ, ესენი არ არიან არც დამგეგმავები და არც მონაწილეები. ჩვენ მოვითხოვთ საქმის გამოძიებას და არსებულ კითხვებზე პასუხეს", - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

ქეთევან ციხელაშვილი და მაია ცქიტიშვილი პანკისში ადგილობრივებს ხვდებიან. ისინი ხეობაში არსებულ პრობლემების შესახებ აწვდიან ინფორმაციას, მათ შორის ჰესების მშენებელობებზე, რაც მოსახლეობის ნაწილმა არაერთხელ გააპროტესტა.

იხილეთ ვიდეო: თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - ქვეყანაში ყველაფერს სუს-ი წყვეტს, მინისტრების პანკისში ჩამოსვლა არაფერს ცვლის

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს