აჭარის ტელევიზიის დირექტორი - ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე ბორდის ორი წევრის მიერ მისი იმპიჩმენტის შესახებ საკითხის დასმას ეხმაურება.

როგორც ნათია კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ტელევიზიამ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში სარედაქციო დამოუკიდებლობა მოიპოვა, რაც საერთაშორისო კვლევებითაც დასტურდება.

“ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი. სარედაქციო პოლიტიკა, მიუკერძოებულობა და ობიექტურობა - უკვე აღიარებულია საერთაშორისო კვლევებით. ცხადია, ჩვენ ვაპირებთ, მსგავსი სტანდარტით გავაგრძელოთ მუშაობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა ძვირფასი შედეგია. ჩვენი მუშაობა დაფუძნებულია საზოგადოებრივ ინტერესებზე. ყველა საკითხი, რაც დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირდება, არის პოლიტიკის ნაწილი და ცხადია, პროცესები, რაც ვითარდება დამოუკიდებელი არხის ირგვლივ არის მაღალი საჯარო ინტერესი. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის შიდა საკითხები. გადაცემებთან დაკავშირებით კანონთან შესაბამისი დაგეგმარებაა",- განაცხადა ნათია კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის ორმა წევრმა ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა,- აღნიშნული ინფორმაცია ტელევიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბორდის ორ წევრი ნათია კაპანაძეს უნდობლობას უცხადებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს