აჭარის ტელევიზიის ბორდის თავმჯდომარის განცხადებით, ბორდის წევრების მიერ დასმულ საკითხებს განიხილავენ და შემდგომ ტელევიზიის დირექტორს მოუსმენენ

ერთადერთი საკითხი, რაზეც საბჭოს ყველა სხდომაზე ვმსჯელობდით, პრიორიტეტების შეუსრულებლობაა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

მისი განმარტებით, ბორდის წევრების მიერ დასმული საკითხების განხილვა მოხდება და შემდგომ ტელევიზიის დირექტორს, ნათია კაპანაძეს მოუსმენენ.

„განცხადება გუშინ შემოვიდა და საბჭოს წევრებს რამდენიმე არგუმენტი აქვთ. საკითხები რეიტინგის ვარდნას, მრჩეველთა საბჭოსა და დირექტორს შორის ნაკლებ კომუნიკაციას ეხება. ასევე, მათი თქმით, არ სრულდება პროგრამული პრიორიტეტები და გადაცემების ფონდების მიერ დაფინანსება საბჭოსთან შეუთანხმებლად მოხდა. ჩვენ პროცედურულად ვალდებული ვართ, რომ ეს საკითხები განვიხილოთ. მე მქონდა მოლოდინი, რომ საბჭოს ხუთივე წევრი დღეს შევიკრიბებოდით და ამ საკითხზე ვიმსჯელებდით. ჩვენი მთავარი სურვილია, რომ ჩამოთვლილ საკითხებზე ნათია კაპანაძის მოსაზრებები მოვისმინოთ. გუშინ ნათიას ვესაუბრე და ის ალბათ წერილობით დოკუმენტს მოამზადებს. ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, ნათია კაპანაძეს მხარს დავუჭერ თუ არა. წინ ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურებია დაგეგმილი. ერთადერთი საკითხი, რაზეც ამ ხნის განმავლობაში დირექტორს ვესაუბრებოდით, იყო პრიორიტეტების შეუსრულებლობის საკითხი, რომელზეც ვმსჯელობდით საბჭოს ყველა სხდომაზე", - განაცხადა ნატა იმედაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის ორმა წევრმა ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა,- აღნიშნული ინფორმაცია ტელევიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბორდის ორ წევრი ნათია კაპანაძეს უნდობლობას უცხადებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა