ზუგდიდში დაკავებული მანუჩარ ჩხეტია ზუგდიდის პოლიციის უფროს ირაკლი ფაცაციას პროვოკაციაში ადანაშაულებს

ზუგდიდის სასამართლოში რამდენიმე წუთში, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის, წუხელ დაკავებული, გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტის მანუჩარ ჩხეტიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

დაკავებული მანუჩარ ჩხეტია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ზუგდიდის პოლიციის უფროს ირაკლი ფაცაციას პროვოკაციაში ადანაშაულებს.

"თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. ეს იყო პოლიტიკური პროვოკაცია, დაგეგმილი ზუგდიდის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მიერ. იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და გამათავისუფლებენ, რადგან მე არ მიმიძღვის ბრალი იმ ყველაფერში, რაც მოხდა. არანაირი შეურცხყოფა არ მიმიყენებია პოლიციისთვის და ამის დამადასტურებელი არანაირი ვიდეო არ არსებობს", - განაცხადა ჩხეტიამ პროცესის დაწყებამდე.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან მობილიზებულია პოლიცია. აქვე იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა