ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი - მინდა ტერენტი გრანელს ბოდიში მოვუხადო, რომ დღევანდელი საღამო არ გამოვიდა მშვიდი, მაგრამ ხიდან ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი

ტერენტი გრანელი პოეტიც არის და პროზაიკოსიც, მაგრამ მე მინდა, ტერენტი გრანელს და საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში, რომ დღევანდელი საღამო არ გამოგვივიდა მშვიდი, მაგრამ ხიდან ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი, - ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი პატარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, სადაც საკრებულო ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხს განიხილავდა, ხმაურის და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, როინ ზოიძის შეკითხვა გახდა, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატ ირაკლი პატარიძეს მას შემდეგ დაუსვა, რაც განათლების კომისიის თავმჯდომარემ მოხსენებისას ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენია. ენმ-ს წევრმა პატარიძეს ჰკითხა, ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი.

ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა ენმ-ს წევრი როინ ზოიძე. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა