ბათუმის მერი ბაქოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ლაშა კომახიძე ავიაკომპანია “აზერბაიჯანის ავიახაზების” პრეზიდენტ ჯაჰანგირ ასკეროვს შეხვდა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ბაქო-ბათუმის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების დანიშვნის თაობაზე.

ჯაჰანგირ ასკეროვის თქმით, ბაქო-ბათუმის მარშრუტის ფრენები კვირაში ორჯერ განხორციელდება. ავიარეისების რიცხვის გაზრდა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დადებითად აისახება ტურისტული ნაკადის მატებასა და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაზე. თავის მხრივ, ბათუმის მერმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ყველა სფეროში, მათ შორის, სატრანსპორტო მიმართულებით.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სხვა ოფიციალური შეხვედრები.

შეგახსენებთ, ბაქო-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები მიმდინარე წლის 14 ივნისიდან განხორციელდება. ფრენებს სახელმწიფო ავიაკომპანია „აზერბაიჯანის ავიახაზების“ შვილობილი კომპანია Buta Airways შეასრულებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა