ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ   ფაიფურის დასახლებაში შეხვედრა გამართა

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ხვდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გიორგი შენგელიამ დღეს შეხვედრები ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში (ფაიფურის დასახლება) ჩიქოვანის ქუჩაზე გამართა, სადაც მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ამავე დასახლებაში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსშიც იმყოფებოდა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

„ჩვენი მთავრობა ბევრს აკეთებს დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის კუთხით, წელს, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ბარამიას ქუჩაზე,სადაც 720 დევნილი ოჯახისთვის ბინები შენდება, უახლოეს პერიოდში ასევე დაიწყება, 240 ოჯახისთვის ბინის მშენებლობა.“ - განაცხადა დევნილებთან შეხვედრაზე ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ.

რამაზ საყვარელიძე - პროპორციული საარჩევნო სისტემა კიდევ უფრო მარცხიანს გახდის ოპოზიციის მდგომარეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2020
თედო ჯაფარიძე - არ მგონია, რომ ამერიკის "დასუსტებით" რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საკუთარი პოზიციები გაიმაგროს
მითები და რეალობა ჰესების შესახებ
ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება
„ვისოლში“ საწვავზე წლის მიმდინარე პერიოდში რეკორდულად დაბალი ფასები დაფიქსირდა