სოფელ დარჩელის სკოლის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირებასა და სამშენებლო სამუშაოებზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. სკოლის მშენებლობისა და პროექტირებისთვის 1 905 203 ლარია გამოყოფილი. დარჩელის სკოლა თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დარჩელში საბაზო სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იყო და მის მშენებლობას ადგილობრივები წლების განმავლობაში ითხოვდნენ.

„დარჩელის საბაზო სკოლის გარდა სრული რეაბილიტაცია უტარდება დაჩელის N1 სკოლას. სულ მიმდინარე წელს მილენიუმის პროგრამით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სრული რეაბილიტაცია უტარდება 5 საჯარო სკოლას ( ზუგდიდის #4 საჯარო სკოლა, ზუგდიდის #8 საჯარო სკოლა, ზუგდიდის 10 საჯარო სკოლა, ინგირის მეორე საჯარო სკოლა, დარჩელის პირველი საჯარო სკოლა).

ამასთან ერთად, 1,5 მილიონი ლარია გამოყოფილი სხვადასხვა სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო