ირაკლი ღარიბაშვილი - ზაურ დარგალი მარნეულის საამაყო მერი იქნება

ზაურ დარგალი არის საამაყო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეძლოს ახალგაზრდა, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ადამიანმა, თავისი შრომითა და განათლებით, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში მერობის კანდიდატად ზაურ დარგალის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ზაურ დარგალი მარნეულის საამაყო მერი იქნება და ის ხალხის კეთილდღებაზე იზრუნებს.

„ზაური, დაახლოებით, 6 წლის წინ გავიცანი. მას შემდეგ ჩვენ ყველანი მის ძალიან დიდ პროგრესსა და წარმატებას ვხედავთ. მისი წარმატება მის შრომისმოყვარეობაში მდგომარეობს. მჯერა, რომ ზაურ დარგალი იქნება თქვენი საამაყო ქალაქის მერი. ის მოემსახურება მარნეულელ ხალხს, იზრუნებს თქვენს კეთილდღეობაზე და მუდამ თქვენ გვერდით იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 19 მაისს ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა