მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, 19 მაისს ზაურ დარგალი თქვენს მხარდაჭერას მიიღებს და ამით გაიმარჯვებს მარნეული

დარწმუნებული ვარ, 19 მაისს ზაურ დარგალი თქვენს მხარდაჭერას მიიღებს, ზაური გაიმარჯვებს არჩევნებში და ამით გაიმარჯვებს მარნეული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მარნეულში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მმართველმა პარტიამ მარნეულის მერობის კანდიდატად ზაურ დარგალი წარადგინა.

პრემიერის თქმით, ზაურ დარგალი არის ღირსეული და საქმის პროფესიონალი ადამიანი.

„19 მაისს თქვენ აირჩევთ მარნეულში ახალ მერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებაზე. თქვენივე რჩევით ჩვენ ღირსეული კანდიდატი შევარჩიეთ, ადამიანი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა მარნეულში, თავისი და საქმის ნამდვილი პროფესიონალი, ღირსეული პატიოსანი და ენერგიით სავსე ახალგაზრდა ზაურ დარგალი. მე დარწმუნებული ვარ, ზაური იქნება ძალიან მაგარი მერი თქვენი მუნიციპალიტეტისთვის და ის ჩვენთან ერთად გადაჭრის ყველა არსებულ პრობლემას. 19 მაისს, დარწმუნებული ვარ, ზაური თქვენს მხარდაჭერას მიიღებს, ზაური გაიმარჯვებს არჩევნებში და ამით გაიმარჯვებს მარნეული. ჩვენ ერთობლივად კიდევ უფრო მეტი პროექტის რეალიზაციას შევძლებთ თქვენ ლამაზ მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს